თბილისში, ბარათაშვილის აღმართზე „ჰონდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯებირი გაარღვია და რიყის პარკში გადავარდა.
მომხდარის შედეგად, ავტომობილში მჯდომი პირი არ დაშავებულა.
საზოგადაოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უკნიდან ცემენტმზიდი შეეჯახა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა და ინერციით გზიდან გადავარდა.
შსს-ს ცნობით, მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
GHN