ახალი ამბები მთავარი სამართალი

მთავარ სამმართველოში”კაფე გალერის” ერთ-ერთი დამფუძნებელი დაკითხეს

პოლიციის მთავარ სამმართველოში, რამდენიმე საათის განმავლობაში “კაფე გალერის” ერთ-ერთი დამფუძნებელი იკითხებოდა. ალექსანდრე ანთაძე მოწმის სტატუსით დაკითხეს. უწყებიდან გამოსულმა ანთაძემ განაცხადა, რომ სამართალდამცველების კითხვები ზოგადი იყო და ის ღამის კლუბის საქმიანობას ეხებოდა.
მისივე თქმით, ის მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვავში საგამოძიებო უწყებაში მისვლას ისევ აპირებს.

შეგახსენებთ, ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ, რუსთაველზე დაწყებული აქცია, შს მინისტრმა მოლაპარაკებების და დაპირებების მოტივით დაშალა. უკვე გაიმართა შეხვედრა, თუმცა, როგორც ჩანს მეორე მხარე კმაყოფილი ვერ დარჩა. მანამდე მათ დააანონსე, რომ თუკი მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს აქციები შესაძლოა გაგრძელდეს.

იტვირთბა....