თბილისში, რობაქიძის გამზირზე „ლიბერთი ბანკის” ოფისი დააყაჩაღეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდამსხმელი, რომელიც ბანკში შეიჭრა, შეიარაღებული იყო.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-ში “მეტრონომს” უთხრეს, რომ გამოძიება 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.