ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ არ შეუშვეს ანა სუბელიანი მინისტრთან შეხვედრაზე

“თეთრი ხმაურის” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილე ანა სუბელიანი აცხადებს, რომ ის პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე არ შეუშვეს. სუბელიანი ყვება, რომ პირადად მის მიმართ მინისტრის თანმხლები პირების მხრიდან აგრესია იყო და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ის მოლაპარაკებებს არ დასწრებოდა. სუბელიანის აზრით, ეს მიზანმიმართულად გაკეთებული იყო, რადგანაც აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გაჩენილიყო.

“მინსიტრთან შეხვედრაზე სპეციალურად არ შემიშვეს. ბექას ვეძახდი, რომ მოლაპარაკებაზე შესვლა მეც მინდოდა, მაგრამ მითხრეს, რომ მე ვერ დავესწრებოდი. გახარიასთან ვინ უნდა შესულიყო თავად არჩევდნენ. ტელეფონები ჩამოართვეს, რომ იქიდან მოლაპარაკების ამსახველი არც ფოტო და არ ციდეო არ გამოსულიყო. ეს მიზანმიმართული საქციელი იყო, რათა ჩვენს შორის დაპირისპირება გაჩენილიყო. მე არავისი არ მეშინია, არ მაინტერესებს მინისტრია თუ ვინ არის. როცა მართალი ხარ ვერავინ და ვერაფერმა ვერ უნდა შეგაშინოს”,-განაცხადა სუბელიანმა გადაცემა “არჩევანში” საუბრისას.

შეგახსენებთ, ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ, რუსთაველზე დაწყებული აქცია, შს მინისტრმა მოლაპარაკებების და დაპირებების მოტივით დაშალა. უკვე გაიმართა შეხვედრა, თუმცა, როგორც ჩანს მეორე მხარე კმაყოფილი ვერ დარჩა. მანამდე მათ დააანონსე, რომ თუკი მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს აქციები შესაძლოა გაგრძელდეს.

იტვირთბა....