ანალიტიკოსინოდარ ხარშილაძე “თეთრი ხმაურის” ორგანიზებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ღამის კლუბების მოვლენების მერე, ორი მხარე იყო, თავისუფლების მომთხოვნი ახალგაზრდები და ხელისუფლება.
ამის შემდეგ ხელისუფლებად ძალიან ძველი და გამოცდილი ხრიკი იხმარა: ლიბერალულ ჯგუფს დაუპირისპირა რადიკალთა ჯგუფი, თვითონ კი არბიტრი გახდა და “გააშველა” ორი მხარე, ამ ეტაპზე თემაც დაალაგა.
ცეცხლს ვეთამაშებით, სიძულვილის და აგრესიის დროშით შეკრებილნი ჯერ ლიბერალებს შეჭამენ და შემდეგ იმათაც ვისაც მათი კონტროლის იმედი ჰქონდათ.
20-30-იან წლებში გერმიანიში, სისტემას ეშინოდა კომუნისტების, შესაბამისად უფრო მცირე და კარგად ორგანიზებულ ფაშისტებს იყნებედა კომუნისტების დასასუსტებლად.
შედეგი ყველას კარგად გვახსოვს.
ბოროტება პატრონს არ სცნობს!”, – წერს ხარშილაძე.