პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, რომ “ქართული მარში” მეორე პოლუსის გარეშე საფრთხეს არ წარმოადგენს.
“ქართული მარშს” აქტიურობისთვის მეორე პოლუსი ჭირდებათ. როგორც კი ეს პოლუსი ჩნდება, “მარშიც” აქტიურდება. თავისთავად ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ. მათი აქტიურობა დამოკიდებულია იმაზე თუ რა ხდება მათ მიერ დაგოგმობილ ფრონტზე, ეს ახდენს მათ აქტუალიზაციას. სხვანაირად ისინი ვერ ახერხებენ ფეხის მოკიდებას და ეს ცუდი არაა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებდნენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.
რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.
წუხელ აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც აქციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ხარაია მივიდა და აქციის მონაწილეებს მაგიდასთან მოლაპარაკებები შესთავაზა. მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მათ ყველა მოთხოვნის განხილვა ნაბიჯ-ნაბიჯ შესთავაზა.
ამის პარალელურად, იმართებოდა კონტრაქცია, რომელიც რუსთველის წინ შეკრებილების დაშლას ითხოვდნენ.