ასეთმა პროცესებმა აჩვენა ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტა არ გყვავს. არავის აღარ აქვს ხალხთან მისასვლელი პირი, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას, – განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას.
“ასეთმა პროცესებმა აჩვენა ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტა არ გყვავს. არავის აღარ აქვს ხალხთან მისასვლელი პირი, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას. კვირიკაშვილი გაუგებრობაშია, კალაძე გაუგებრობაშია. ერთდერთი ვინც სახელმწიფოებრივი კლასი აჩვენა, ეს იყო გიორგი გახარია.
რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი ერთს ითხოვდნენ და მეორეზე დათანხმდენ. მათ ამოწურეს თავის თავი და მოლაპარაკებიდან გმაოსულები ერთმანეთში ვერ თანხმდებობდნენ. თუმცა, რახან ხელისუფლებამ პირობა დადო, ეს უნდა შესრულდეს”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებდნენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.
რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.
წუხელ აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც აქციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ხარაია მივიდა და აქციის მონაწილეებს მაგიდასთან მოლაპარაკებები შესთავაზა. მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მათ ყველა მოთხოვნის განხილვა ნაბიჯ-ნაბიჯ შესთავაზა.