ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნება მომეცით არ დავიწყო მუსიკალური ნაწარმოებების შეფასება”: პრეზიდენტი ბერას კლიპზე

“ნება მომეცით არ დავიწყო მუსიკალური ნაწარმოებების შეფასება”- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი ბერას ახალ კლიპს და არტისტებს ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდა.

“მარტივად გეტყვით, შემდეგ ორ მომენტს. პირველი – არა ერთხელ ხაზი გამისვამს იმისთვის, რომ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში უნდა იყოს ბევრად უფრო ლიბერალური და მეორე, ნარკოტიკთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა დილერიდან მომხმარებელზე, დილერიდან ორგანიზატორზე, შემომტანზე და ზევით. ” განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებდნენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.

რუსთაველის გამზირზე,  აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.

წუხელ აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც რუსთაველზე  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა და აქციის მონაწილეებს მაგიდასთან მოლაპარაკებები შესთავაზა. მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მათ ყველა მოთხოვნის განხილვა ნაბიჯ-ნაბიჯ შესთავაზა.

იტვირთბა....