შს მინისტრი გიორგი გახარია, კონტრაქციის ორგანიზატორებს ესაუბრება და მათ მოუწოდებს, რომ დაიშალონ. ის მათთან სასაუბროდ მას შემდეგ მივიდა, რაც მოელაპარაკა პარლამენტის წინ გამართული აქციის ორგანიზატორებს და მოთხოვნების შესრულებას შეპირდა. მან ასევე ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს პარასკევს განვითარებული მოვლენების გამო.
შს მინისტრის თქმით, აქციის მონაწილეები ავტობუსებით უნდა გაიყვანოს ტერიტორიიდან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე. კონტრაქციის ორგანიზატორები კი ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიმდიბარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებს გაიყვანენ, იმ ადგილს თავად დაიკავებენ.
მოლაპარაკების ვიდეოს “ფეისბუქის” მომხმარებელი, გიორგი ჭაღიაშვილი ავრცელებს:

