ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქციის მონაწილეების ცნობით, გიორგი გახარია აქციაზე მივიდა

ტშინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდა. მან ცოტა ხნის წინ “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ მზად არის აქციის ორგანიზატორებს გაესაუბროს  იმ დეტალებზე, რაც პარასკევს, კლუბ, “ბასიანსა” და “გალერიში” მოხდა.

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეების ცნობით, გიორგი გახარია აქციაზე, რუსთაველის გამზირის ტერიტორიაზე მივიდა, თუმცა ის ჯერჯერობით მანქანაში იმყოფება.

რამდენიმე წუთია, რაც კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები, სპეცრაზმი და პოლიციელები.

რუსთაველის გამზირზე აქცია უკვე მოერე დღეა, რაც მიმდინარეობს. ახალგაზრდების პროტესტი პარასკევს, კლუბებში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ გამოიწვია. მათი განცხადებით, პოლიციელები ძალის გამოყენებით გაუსწორდნენ იქ მყოფ ახალგაზრდებს და დაარბიეს.  შსს-ს ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი. თუმცა  როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, ისინი სპეცოპერაციამდე დააკავეს და არაფერი არ ჰქონია საერთო აღნიშნულ სპეცოპერაციას მათ დაკავებასთან.

 

იტვირთბა....