ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტის შენობასთან კონტრაქციის მონაწილეებმა კორდონი გაარღვიეს

ამ წუთებში აქციის მონაწილეებმა კორდონი გაარღვიეს და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ტერიტორიაზე  შეჭრას ცდილობენ. წყლის ჭავლის მანქანა მზად არის და სპეცრაზმი ტერიტორიას კეტავს. კონტრაქციის მონაწილეებს პოლიცია წინ წასვლის საშუალებას არ აძლევენ. ასევე ცნობილია, რომ ადგილზე შინაგან საქმეთა მინბისტრია მისული.

თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა და ამ წუთებშიც იმართებს, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი. თუმცა “თეთრი ხმაურის” აქციის პარალელურად კონტრაქცია მიმდინარეობს, რომლებიც ამ ადამიანების პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან  გაყრას ცდილობენ.

ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

იტვირთბა....