ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

პრემიერმა აქციის მონაწილეებს მიმართა: “ნუ დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო”

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაძაბული მდგომარეობის გამო პრემიერმა კვირიკაშვილმა გადაწყვიტა მიმართოს პროტესტის ყველა მონაწილეს.

“მინდა გამოვეხმაურო იმათ, ვინც ეს დღეები ჩვენს მიმართ ასე ემოციურად საუბრობენ. ჩვენ ვიქნებით მკაცრები ნარკოტიკების რეალიზატორების მიმართ და ჰუმანურები მომხმარებლების მიმართ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თქვენ შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა და პოლიციას ეს ამ დღეებში ეტყობა. მოვუწოდებ სამართალდამცავებს ყველაფერი გააკეთოს უსაფრთხოების დაცვისთვის. აქციის მონაწილეებს, მოგმართავთ თხოვნით, ნუ დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო, გავერთიანდეთ და ერთად მივიდეთ საერთო მიზნამდე” – განაცხადა თავის მოკლე გამოსვლაში გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, იმის გამო რომ რამდენიმე დღის წინ სპეცნაზმა კლუბ “ბასიანში” და კაფე “გალერიში” სპეცოპერაცია ჩაატარა და მძიმე ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა, ქალაქის მტავარ ქუჩაზე აქციები დაიწყო. რუსთაველზე შეკრებილები პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას და ასევე ნარკოპოლიტიკის დროულ რეფორმას ითხოვენ. გამოჩნდნენ კონტრაქციის წევრებიც, რომლებიც ცდილობენ სამართალდამცველების კორდონი გაარღვიონ და გადაინაცვლონ იმ ტერიტორიაზე, სადაც თავდაპირველი პროტესტის მონაწილეები არიან შეკრებილი.

იტვირთბა....