შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ სბანაძე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა. მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ რვავე ნარკორეალიზატორი კლუბების გარეთ დააკავეს. მისივე თქმით მათ სასამართლოს 2 განჩინება ჰქონდათ. ერთი კლუბების ჩხრეკას მეორე კი ნარკორეალიზატორების დაკავებას ითვალისწინებდა.
” ჩხრეკა ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე და მიმდინარეობს გამოძიება” – განაცხადა საბანაძემ.
მისივე თქმით, ის რუსთაველზე სიმშვიდის შესანარჩუნებლად იმყოფება.
თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა და ამ წუთებშიც იმართებს, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.
ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

