„არა ნარკოტიკს“ – ამ სახელწოდებით თბილისში, კანცელარიასთან, პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის კონტრაქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი, პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს მხარდაჭერას უცხადებენ და სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.
მათივე ცნობით, ისინი პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების მოსაზრებებს არ ეთანხმებიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, პარლამენტის შენობასთან, კლუბ „ბასიანსა“ და კლუბ „გალერიში“ სპეცოპერაციის წინააღმდეგ, საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებით, დღეს 15:00 საათზე განახლდება.