შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა პრეზიდენტობის კანდიდატი გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს. ის პოლიციამ იმ დროს აიყვანა, როდესაც კლუბში სპეცრაზმის შესვლას აპროტესტებდა. მისი თქმით, ის დაკავების შემდეგ, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში სამი საათი იმყოფებოდა. მას პოლიციელები კარგად ექცეოდნენ და მათთან ნარკოპლიტიკასთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული დისკუსია ჰქონდა. ჯაფარიძე აცხადებს, რომ მათთვისაც უცნობი იყო რატომ მოხდა მისი დაკავება, სავარუდოდ, ის ტერიტორიას გაარიდეს.
შეგახსენებთ, რომ წუხელ კლუბ “ბასიანსა” და “გალერეაში” სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე ადამიანი არის დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით ნარკორეალიზატორობის ბრალდებით 8 ადამიანია დაკავებული.
ზურაბ ჯაფარიძის პირველი კომენტარი
Gepostet von გირჩი / Girchi am Freitag, 11. Mai 2018

