ბიზნეს იდეა საზოგადოება

Adsocial – შენი ციფრული პარტნიორი: სოციალური მედიის მართვა /სეო/ტრენინგები

Adsocial-ი წარმოადგენს სტარტაპ პროექტს,რომელიც გთავაზობთსოციალური მედიის მართვას პროფესიონალურ დონეზე! ეს იდეა უნივერსიტეტის აუდიტორიის კედლებში გაჩნდა და წარმატებულმა სტუდენტებმა სული შთაბერეს.ქართულ ბაზარზე ონლაინ მარკეტინგმა სულ ცოტა ხნის წინ მოიკიდა ფეხი და საკმაოდ ნაკლებკონკურენტულია.თანამედროვე სამყაროში ციფრული მარკეტინგი ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა.ონლაინ-სივრცე ყოველდღიურად იცვლება და ვითარდება, ამიტომ საჭიროა მუდმივი ძიება და კავშირი სიახლეებთან.

Adsocial-ის გუნდი,რომელიც ექვსი ადამიანისგან შედგება, პროფესიოანლებითაა დაკომპლექტებული. მათ მთავარ ბექგრაუნდს გამოცდილება წარმოადგენს. ისინი დამოუკიდებლად ქმნიდნენ კონკურენტულ პროდუქტს ბაზარზე. ჩვენ გთავაზობთ ონლაინ მომსახურების სრულ პაკეტს, საკმაოდ მისაღებ ფასებში. რაც მთავარია ვქმნით უნიკალურ კონტენტს და ვამყარებთ აქტიურ კომუნიკაციას მომხმარებელთან. აღსანიშნავია ისიც რომ adsocial-ი იზრუნებს თქვენი გვერდების SEO ოპტიმიზაციაზე.

Adsocial-ი ზრუნავს ციფრული მარკეტინგის პოპულარიზაციაზე და აკეთებს ამ მიმართულებით ტრენინგებს.უკვე შედგა პირველი ტრენინგი სახელწოდებით -“ციფრული სამყაროს შვიდი საიდუმლო”,რომლის წარმატებით დასრულებამ გააჩინა იდეა,რომ ეს ყოფილიყო პერმანენტული.ონლაინ მარკეტინგში SEO-ს პრინციპების აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ seo ტრენინგ კურსს ამ მიმართულებითაც.

Adsocial-ი მუდმივად თვალს ადევნებს ტექნიკურ სამყაროში მიმდინარე სიახლეებს და მათ შესახებ ამზადებს სტატიებს.ბლოგი გათვლილილა ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც აინტერესებს თანამედროვე ტექნოლოგიები.
Adsocial-ი ასევე გთავაზობთ ყოველ პარასკევს ლაივ ჩართვებს,სადაც განხილული იქნება კვირის მთავარი სიახლეები ციფრულ სამყაროში.თქვენ შეგიძლიათ კითხვების დასმა,ჩაერთოთ დისკუსიაში და შემოგვთავაზოთ სასურველი თემები,რომლებიც გინდათ იხილოთ ჩვენს ბლოგზე.

ჩვენ ვაპირებთ გაფართოებას და ახალი იდეების განხორციელებას

იტვირთბა....