ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში, ოსმინგტონის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 7 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის 4 მცირეწლოვანია.
როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ცხედრებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილზე იპოვეს ორი ცეცხლსასროლი იარაღი.
ირკვევა, რომ პოლიციაში შეტყობინება ამავე სახლიდან გამთენიისას მიიღეს. ადგილზე მისულ პოლიციას კი საშინელი სურათი დახვდა.
გამოძიების ამ ეტაპზე მასობრივი მკვლელობისა და თვითმკვლელობის ვერსია განიხილება.
მოამზადა accent.com.ge-მ