ირანის პარლამენტში დეპუტატი ტრიბუნასთან მივიდა, ხელში ფურცელზე ამობეჭდილი აშშ-ს დროშა ეჭირა, ამოიღო სანთებელა და დროშის დაწვას შეეცადა. მას პირველი ცდიდან არაფერი გამოუვიდა, დასახმარებლად კიდევ რამდენიმე დეპუტატი მივიდა და დროშას ცეცხლი მოუკიდეს. გარდა დროშისა დეპუტატებმა დაწვეს ირანთან ბირთვული შეთანხმების ასლი. აქციას თან ახლავდა ანტიამერიკული შეძახილები. დეპუტატების ასეთი რეაქცია აშშ-ს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლას მოჰყვა.