ვაკის პარკში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი რუხაია და „სოციალისტური საქართველოს“ წარმომადგენელი გრიშა ონიანი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ ვაკის პარკში, სადაც ფაშიმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ, “სოციალისტური საქართველოს” წევრებს საბჭოთა სიმბოლიკა აქვთ მიტანილი. რუხაია სწორედ ამის გამო დაუპირისპირდა გრიშა ონიანს.
დღეს დილიდან ვაკის პარკში ორი აქცია იმართება, ერთს “სოციალისტური საქართველო” მართავს, სადაც აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ სტალინის პორტრეტები და წითელი დროშები. მეორე აქცია კი ოკუპაციის წინააღმდეგ, იგივე პარკში იმართება.