ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია ივნისში დაიწყება

აღსაზრდელთა რეგისტრაცია, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში წელს პირველად, ივლისის ნაცვლად ივნისის პირველ ნახევარში დაიწყება.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია წელსაც 2 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ჩვილ-ბავშვთა სახლის ბენეფიციარები და სტიქიით დაზარალებულთა ოჯახების შვილები. ასევე, ის აღსაზრდელები, რომლების დედმამიშვილებიც ამავე ბაღში ირიცხებიან. მეორე ეტაპი კი იქნება საყოველთაო რეგისტრაცია და ელექტრონულად წარიმართება.

რაც შეეხება საზაფხულო ბაღების რეგისტრაციას, ის, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განხორციელდება. წელს რეგისტრაცია 40 ბაღის 13 000 აღსაზრდელზე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ საზაფხულო ბაღები ივლისის თვეში იმუშავებენ.

იტვირთბა....