aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცნობილია საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირები

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელს სულხან ზუმბურიძეს საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს. მისი თანამდებობრივი სარგო 28 475 ლარია. 28 000 ლარი აქვს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს უცვლელ წევრს დავით საგანელიძეს.

კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის ყოველთვიური სარგო 16 537 ლარს შეადგენს, ხოლო კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრების ანაზღაურება 16 338 ლარია.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავას სარგო 12 648 ლარს შეადგენს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის კი – 12 500 ლარს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის ზაზა თავაძის სარგო თვეში 7000 ლარს შეადგენს. ასევე 7000 ლარს შეადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის ანაზღაურება. ხოლო მათ შემდეგ 6 900 ლარით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოდის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგელეების, მზია თოდუას და ვასილ როინიშვილის ანაზღაურება 6 300 ლარს შეადგენს. გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილის სარგო კი – 5 950 ლარია.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის ანაზღაურება 5 800 ლარია. რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას, მისი ხელფასი 5 040 ლარს შეადგენს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების მარინა თეთრაულის, ლევან თევზაძისა და ნათია ბარბაქაძის ანაზღაურება 5 000 ლარია. ხოლო რაიონული სასამართლოს თამჯდომარეების სარგო 4 600 ლარს შეადგენს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის გიორგი ჯავახიშვილის ყოველთვიური შემოსავალი 4 000 ლარია. მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელფასი 3 910 შეადგენს. მინისტრებს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს შალვა თადუმაძეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილს თანაბარი ანაზღაურება აქვთ – 3 540 ლარით ყოველთვიურად.

იტვირთბა....