ბათუმში, ღამით “შტადლერის” 2-სართულიანი მატარებელი (Stadler Kiss) დააზიანეს, რადგან მე-4 ვაგონი მოხატეს. განრიგით, მატარებელი სადგურში 9 საათის განმავლობაში იდგა.
საქართველოს რკინიგზამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
მიმდინარეობს გამოძიება.
“ვიმედოვნებთ, დამნაშავეები დროულად გამოვლინდებიან და მიეცემიან პასუხისგებაში”, – აცხადებენ რკინიგზაში.