ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

9 მაისს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება აიკრძალა

“სოციალისტური საქართველო” წერილობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააფრთხილა, რომ 9 მაისის აქციაზე საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკა არ გამოიყენოს.

აღნიშნული წერილი სოციალისტური საქართველოს ლიდერმა ვალერი კავარცხელია ფეისბუკზე გამოაქვეყნა. წერილის ავთენტურობას სუს–ც ადასტურებს.

“თავისუფლების ქარტია” საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–6 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად მოგმართავთ, არ დაუშვათ და აღმოფხვრათ ზემოხსენებულ ღონისძიებებზე [9 მაისს] კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინაარმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ნორმები”, – წერია წერილში.

იტვირთბა....