ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ბაღებში სახანძრო უსაფრთხოებისთვის სპეციალური აპარატურები დამონტაჟდება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბაღების სააგენტო სპეციალურ ინვენტარს შეისყიდის და ბაღებში დაამონტაჟებს. თბილისის მერიის ცნობით, 43 საჯარო ბაღში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად საჭირო ინვენტარის სრული ნუსხა უკვე მომზადდა. ამ ეტაპზე შესყიდვის პროცედურა მიმდინარეობს.

სახანძრო უსაფრთხოებაზე მონიტორინგი 71 ბაგა-ბაღში გრძელდება. ინვენტარი კვამლის, ნახშირჟანგისა და მეთანის დეტექტორებს, ცეცხლმაქრ ფხვნილებს, კვების ბლოკებს, სამისამართო მართვის პულტებსა და სხვა ტექნიკური დეტალებს მოიცავს.

როგორც თბილისის მერია აცხადებს, თბილისის ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი დაცულია.

ცნობილია, რომ იზრდება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სია. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობა განისაზღვრა.

იტვირთბა....