ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე: “პლატონ სამანიშვილი და მთელი ”ოცნება” ეძებს უნაყოფო პრეზიდენტს”

”ოცნება” ეძებს უნაყოფო პრეზიდენტს – ამ განცხადებას, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აკეთებს. მმართველი პარტიის განცხადებებს საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით გოცირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

“საოცნებო პრეზიდენტის ძიების ტრაგიკომიკური პროცესი დავით კლდიაშვილის კალმის ღირსია.
პლატონ სამანიშვილი და მთელი ”ოცნება” ეძებს უნაყოფო პრეზიდენტს. უნდა იყოს ლამაზი, ტანადი, ინგლისურის მცოდნე, მორჩილი, არ უნდა შვას ვეტო, განსხვავებული აზრი, უნდა ჩამოვიდეს ავლაბრის სასახლიდან ათონელის ქუჩაზე და ითვალოს ბუზები. ასეთ ადამიანებს რა გამოლევს, ამიტომ მიდის კასტინგი საუკეთესო ბუტაფორიის შესარჩევად,”-წერს გოცირიძე “ფეიბუქის” გვერდზე.

იტვირთბა....