ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტოჩინოშინი” ძიუდოს სკანდალზე: “ნუ გავხდებით სხვების დასაცინი” (ვიდეო)

ქართველი  სუმოისტი, იმპერატორის თასის მფლობელი ლევან გორგაძე ძიუდოს სკანდალს ეხმაურება და ვიდეომიმართვას ავრცელებს.

“მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვხატო ძიუდოს ნაკრებთან დაკავშირებით. მე ძიუდოისტი ვიყავი და თქვენთან ერთად ვისწავლე ძიუდოსა და სპორტის სიყვარული. მტყუანისა და მართალის გარჩევას ვერ დავიწყებ. უბრალოდ, ჩემი თხოვნა იქნება პრობლემის მოგვარებას შევეცადოთ. მოუგვარებელი არაფერია. ნუ გავხდებით სხვების დასაცინი. მეტად დავაფასოთ ერთმანეთი და ნუ გავხდებით მტრების დასაცინი. ვინც ჩემ აზრს ეთანხმება, შეგიძლიათ ეს ვიდეო გააზიაროთ”, – აცხადებს გორგაძე.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ძიუდოისტები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი აქციებს მართავენ.

https://www.facebook.com/100004356165720/videos/966467006841829/

იტვირთბა....