ევროპის პარლამენტის წევრმა ანა ფოტიგამ ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნები ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულა. როგორც მან აღნიშნა, ის თბილისში ყოფილი კოლეგების მოსანახულებლად ჩამოვიდა.
„ამ საპატიმროში მესამედ ვარ. მოვინახულე ადამიანები, რომლებიც ჩემი კოლეგები იყვნენ. მათ ძველ თანამდებობაზე ყოფნისას არაერთხელ შევხვედრივარ. სასიამოვნო მათი ციხეში ნახვა ნამდვილად არ იყო ჩემთვის, ამიტომ როგორც საქართველოს მეგობარი მივმართავ ხელისუფლებას, შეცვალოს არსებული სიტუაცია. ახალაიასა და მერაბიშვილის საქმეებს 5-6 წელი უსრულდება, ისინი კი სრულ იზოლაციაში არიან, რაც ძალიან სამწუხაროა”, – განაცხადა ანა ფოტიგამ.