ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ყაზტრანსგაზ – თბილისი“ მოქალაქეებს აფრთხილებს

კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისი“ მოქალაქეებს აფრთხილებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კომპანიის სპეციალისტების ან კონტრაქტორის მიერ ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას კატეგორიულად იკრძალება მათთან ნებისმიერი პირდაპირი ფინანსური გარიგება ან შეთანხმება.

„კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სამუშაოები უნდა შეთანხმდეს რაიონულ სერვისცენტრში ან სათავო ოფისთან. შესრულებული სამუშაოს საფასურის გადახდა კი ხორციელდება მხოლოდ სერვისცენტრებში ან კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, რომ პირდაპირი გარიგება და კომპანიის გვერდის ავლით სამუშაოების შესრულება ისჯება კანონით. „ყაზტრანსგაზ – თბილისი“ შესრულებული სამუშაოების უსაფრთხოებაზე პასუხს არ აგებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ყაზტრანზგაზ – თბილისი“ მოქალაქეებს სთხოვს, ნებისმიერი მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში დაუკავშირდნენ კომპანიას ცხელ ხაზზე: 2 40 40 04.

იტვირთბა....