ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოცირიძე: “სუბარის კანდიდატურაზე უარესის მოფიქრება შეუძლებელი იყო”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ, “ქართული ოცნების” სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატად სოზარ სუბარის დასახელების თაობაზე, განაცხადა, რომ ძალიან გაგვიხარდება თუ “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი სოზარ სუბარი იქნება, ვინაიდან უარესის მოფიქრება შეუძლებელი იყო.

მისი აზრით, “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ცალსახად ბიძინა ივანიშვილის გემოვნებაში იქნება.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომან გოცირიძის თქმით, ოპოზიციაში საერთო კანდიდატზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

“მიდის კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან და ვცდილობთ, რომ საერთო კანდიდატით წარვსდგეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

იტვირთბა....