ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

თურქეთში, საქართველოს 3 მოქალაქის იძულებით პროსტიტუციაში ჩართვაში 18 პირი დააკავეს

თურქული მედიის ინფორმაციით, ადანას პროვინციაში, 18 პირი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს სამი მოქალაქის პროსტიტუციაში იძულების წესით ჩართვა.

ოპერაცია გასულ კვირას ჩატარდა და მასში 300 პოლიციელი მონაწილეობდა.

როგორც თურქული მედია იუწყება, საქართველოს სამი მოქალაქე დაქორწინების ცრუ დაპირებით ჩაიყვანეს ადანას პროვინციაში. მათ პიტბულის ჯიშის ძაღლებით აშინებდნენ და შემდეგ იძულების წესით ჩართეს პროსტიტუციაში.

საქართველოს სამი მოქალაქე უკვე გათავისუფლებულია და ისინი ადანას პროვინციის საემიგრაციო სამმართველოში გადაიყვანეს.

იტვირთბა....