თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანების იდეაზე.
„ანკარა კვლავ ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანების იდეას მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისგან ანალოგიურ რეაქციას არ იღებს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი ნაბიჯ-ნაბიჯ რეგიონის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ ყალიბდება, ხოლო მომავალში მსოფლიო დონის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა გახდება.
გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 24 ივნისისთვის ჩანიშნული ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ეტაპია თურქეთისთვის.
შეგახსენებთ, რომ 1999 წლის დეკემბერს თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური კანდიდატი გახდა. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი კი 2005 წელს დაიწყო. აღნიშნული მოლაპარაკებები კი ფაქტობრივად შეჩერებული იყო 2016 წლის ბოლოს თურქეთში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო.