ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სოზარ სუბარი მის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას ეხმაურება

მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა “ქართული ოცნების” კანდიდატი სოზარ სუბარი იყოს, თავად სუბარი ეხმაურება. მისი თქმით, ის კონსულტაციებში პირადად  ჩართული არ არის და არც ინფორმაციას ფლობს.

სუბარის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევაში ექს-პრემიერი და პარტიის მომავალი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პირადად იქნება ჩართული. სუბარი ამბობს, რომ არ იქნება არც ერთი კანდიდატი, რომელიც “ქართული ოცნების” კანდიდატს კონკურენციას გაუწევს.

„მსჯელობა, რა თქმა უნდა, დაწყებულია. კონსულტაციებში, მე პირადად, არ ვარ ჩართული. არ იქნება არცერთი კანდიდატი, რომელსაც შეეძლება კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატს. ბიძინა ივანიშვილი ყრილობის შემდეგ იქნება პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, მისი გავლენა ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან მაღალი,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

იტვირთბა....