მახინჯაურში ფეხით მოსიარულეებს მანქანა დაეჯახა, რა დროსაც ორი ადამიანი დაშავდა. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამაართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

