ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყაველაშვილი: “ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს”

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

“ყველამ უნდა გაითვალისწინოს წესდება და საკუთარი მოვალეობების ვალდებულება. ჩვენ შევხვებით ორივე მხარეს, მოვუსმენთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არის ფედერაცია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია და უმჯობესია თვითონ ძიუდოს ოჯახმა გადაწყვიტოს. როგორც ვიცი ყრილობა არის ჩანიშნული ხუთშაბათს, 10 მაისს და ალბათ იქ იქნება საუბარი.

ვეცდებით რომ იქ მოხდეს კონცენტრირება ორივე მხარის და პირადად ჩემთვის ცოტა ბევრი რამ გაუგებარია მოთხოვნილებაში, თუმცა შეხვედრაზე ალბათ უფრო მეტი მეცოდინება. ჩემი აზრით, არ უნდა გადადგეს ქევხიშვილი,იმიტომ რომ არის რიგითობა ის არჩეული პრეზიდენტია და უმჯობესი იქნება რომ მანდ გააგრძელოს მოღვაწეობა,”- განაცხადა ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ,  რომ ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ.

იტვირთბა....