„რუსთავი2“-მა 2 მაისს, ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე მომხდარ ძარცვის ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვა. კადრები სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული და ჩანს, თუ როგორ შედის მამაკაცი ოქროს ბირჟაზე, ართმევს გამყიდველს ნივთებს და გარბის. შემდეგ კი მას ქალი მისდევს.
შეგახსენებთ, რომ მძარცველმა მიმდინარე წლის 2 მაისს, ზუგდიდში, ოქროს ბირჟიდან 55 460 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„სამართალდამცველებმა კ.ჭ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თბილისში დააკავეს. ნაძარცვი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დიდი ოდენობით ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.“ – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.