ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შესაძლოა “რემბოს” მეხუთე ნაწილი გადაიღონ

შესაძლოა, “რემბოს” მეხუთე ნაწილის გადაღებები დაიწყოს, – ამის შესახებ გამოცემა deadline წერს. გამოცემის ინფორმაციით, საუბარი იყო იმაზეც, რომ შესაძლოა სტალონე რეჟისორიც ყოფილიყო, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

გავრცელებული ცნობით, გადაღებები შესაძლოა ამ წლის სექტემბერში დაიწყოს. ფილმის პროდიუსერი კი ავი ლერნერი იქნება.

როგორც გამოცემა წერს, მე-5 ნაწილში რემბოს ერთ-ერთი მეგობრის შვილს ფერმიდან გაიტაცებენ, რემბო კი მექსიკაში ჩადის და მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ნარკოკარტელს უპირისპირდება.

“რემბოს” პირველი სერია 1982  წელს გამოვიდა.

 

იტვირთბა....