გუშინ მორიგი ელ-კლასიკო გაიმართა. “ნოუ კამპზე” ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და მადრიდის”რეალი” დაუპირისპირდნენ.
ანგარიში ლუის სუარესმა გახსნა, რასაც კრიშტიანო რონალდუს გოლი მოყვა. ამის შემდეგ 44 წუთზე მსაჯმა მასპინძელთა ფეხბურთელი სერხი რობერტო გააძევა.
მეორე ტაიმში ლეო მესიმ “ბარსელონა” დააწინაურა, ხოლო “რეალის” უელსელმა გარემარბმა გარეთ ბეილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:2.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონა” ჩემპიონატში კვლავ დაუმარცხებელია.

