კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 46-ე კილომეტრზე, დაბა მანგლისთან ავტოავარია მოხდა, ამოტრიალდა მიკროავტობუსი. დაიღუპა 2 ადამიანი, 17 კი სხვადასხვა სახის დაზიანებით თბილისისა და მარნეულის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა.

