ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარნეულის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა

მარნეულის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.

კლინიკაში მისულ ოჯახის წევრებს ბიჭი გარდაცვლილი დახვდათ. მათთვის ბიჭის სიკვდილის მიზეზი უცნობია.

„ცხვირიდან სისხლი რომ წამოუვიდა, მიიყვანეს ავერსის საავადმყოფოში, მარნეულში. ცუდად ხომ იყო ის ბავშვი, რატომ არ გაუშვეს თავიანთი მანქანით, ან თვითონ დაუძახებდა სასწრაფოს,“ – განაცხადა გარდაცვლილი ქანან ალიევის ნათესავმა თამაზ შიხიევმა.

იმავე მედიის განცხადებით, ალიევები კლინიკის ხელმძღვანელისა და მედიკოსებისგან მომხდარის მიზეზების განმარტებას ითხოვენ.

მომხდართან დაკავშირებით, საქმე 116 -ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

წყარო: რუსთავი2

იტვირთბა....