„მომხმარებლები როდესაც იძენენ ამ ნივთიერებას, არ იციან რომ ეს არის ფენტალინილი,” როგორც წესი “ჰეროინის” სახელის საღდება“, – განაცხადა ნარკოლოგმა დავით ოთიაშვილმა.
მისი თქმით, ნივთირება „ფენტანილი“ „ჰეროინის“ სახელით საღდება, რის გამოც დოზას ვერ არჩევენ. დოზის გადაჭარბება კი სიკვდილის მიზეზი ხდება.
“უფრო მეტად ვფიქრობ რომ სავარაუდოდ ეს ფენტანილი” შეიძლება ყოფილიყო. “ფენტანილი” არის ძალიან ძლიერი, ძალიან საშიში სინთეტური ოპიოიდი, რომელიც არის “მორფინზე” დაახლოებით ასჯერ და “ჰეროინზე” დაახლოებით 10-ჯერ უფრო ძლიერი. ჩრდილოეთ ამერიკაში ამჟამად არის “ფენტანილის” დოზის გადაარბების ეპიდემია და თუ ეს პრეპარატი საქართველოშიც შემოვიდა, ჩვენ ძალიან სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. მომხმარებლები როდესაც იძენენ ამ ნივთიერებას, არ იციან რომ ეს არის “ფენტალინილი,” როგორც წესი “ჰეროინის” სახელით საღდება, ამიტომ დოზას ვერ არჩევენ სწორად და ძალიან ხშირია სიკვდილი დოზის გადაჭარბებით,”- ამბობს ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი.
შეგახსნებთ, რომ ორი ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიბა სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის ნარკოლიტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი განიხილება.

