ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს: საერთაშორისო მარათონთან დაკავშირებით მოძრაობა შეიზღუდება

შსს-ს ცნობით, საერთაშორისო მარათონთან – „მსოფლიო რბენა“ – დაკავშირებით, მიმდინარე წლის 6 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება.

მოძრაობა ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის ასევე თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე შეიზღუდება. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება შემოვლით გზაზე – გურჯაანი-აფენი-კაბალი.

შსს-ს საპატრულო პოლიციამ მარათონის მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანების პარკირებისთვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ადგილი გამოყო.

იტვირთბა....