ევროპა შედგა, როგორც ერთერთი ყველაზე ძლიერი კავშირი და ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც საქართველო, ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წვერი გახდება, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ევროპის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიენაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტის განცხადებით, ევროპულ ცივილიზაციაში ორი მომენტია, ეს არის, ინდივიდუალიზმი და ამ ინდივიდულიზმის ერთიან საზოგადოებაში შენარჩუნების თავისუფლება. საქართველო კი მისივე განცხადებით, ამ კულტურის ნაწილია.
“ევროპა შედგა, როგორც ერთერთი ყველაზე ძლიერი კავშირი. და ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც საქართველო, რომელიც მისი ბუნებრივი, ისტორიული ნაწილი იყო შეუერთდება ევროპას და ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წვერი გახდება.
ორი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ევროპულ ცივილიზაციაში – ეს არის ინდივიდუალიზმი და ამ ინდივიდუალიზმის ერთიან საზოგადოებაში, ერთიან პროცესში შენარჩუნების თავისუფლება.
ჩვენ ბუნებრივად ამ კულტურის ნაწილი ვართ და დღეს მე ვულოცავ ყველა იმ თავისუფალ ადამიანს, რომელიც იღწვის იმისთვის, რომ შედგეს თავისუფალი საქართველო, შედგეს თავისუფალი ევროპა და საქართველო იყოს ამ ევროპის ნაწილი. ევროპის ქვეყნები ძალიან სერიოზულ დახმარებას და მხარდაჭერას უწევენ საქართველოს, კიდევ უფრო ნათლად ეს მხარდაჭერა იქნება ნაჩვენები ჩვენთვის 26 მაისს, როდესაც ჩვენ ევროპელ თანამოაზრეებთან ერთად ამაყად აღვნიშნავთ პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.