ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე ძარცვის ფაქტზე დაკავებულ პირს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

შსს-მ დიდი ოდენობით ძარცვის ბრალდებით, 1966 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი კ.ჭ. თბილისში დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

განცხადების თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 2 მაისს, ზუგდიდში, ოქროს ბირჟიდან 55 460 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა კ.ჭ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თბილისში დააკავეს. ნაძარცვი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.“ – ნათქვამია განცხადებაში.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....