ახმეტის რაიონში, სოფელ ხადორის მიმდებარედ დაღუპული 26 წლის მამაკაცი პანკრატიონში მსოფლიო ჩემპიონი გიგა ტყემალაძეა, – ამის შესახებ ინფორმაციას პირველ არხი ავრცელებს.
იმავე მედიის ცნობით, როგორც მეგობრები ამბობენ, ტყემალაძე აშშ-ში ცხოვრობდა და საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა.
არსებული ინფორმაციით, ის მეგობრებთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც კლდიდან ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა.
მისი ცხედარი მაშველებმა დღეს ხადორის მიმდებარედ, ხრამიდან ამოიყვანეს.
წყარო: 1tv

