კერძო ავტოსადგურების გაუქმების მოთხოვნით, ზუგდიდში აქცია გაიმართა. აქციას „რუხი მოლთან“ რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მოუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი პროტესტის გამოხატვის შეწყვეტას არ აპირებენ.
„გუშინ გამაფრთხილებელი აქცია გვქონდა. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენ შეგვაქვს ფული ბიუჯეტში. დროულად გაუქმდეს ყველა ხის ძირში არსებული კერძო და უკანონო ავტოსადგურები. თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოდილდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ“, – აცხადებენ მძღოლები.
იმავე მედიის თანახმად, საპროტესტო აქცია გუშინაც გაიმართა. აქციის დროს კერძო სადგურისა და ავტოსადგურის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-ს ინფორმაციით, 126-ე მუხლით დაიწყო.