სურსათის უვნებლობის კახეთის სამმართველომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მეორე, მესამე და სოფელ ბაკურციხის საბავშვო ბაღებს დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv აქვეყნებს.
იმავე მედიის ცნობით, გეგმური შემოწმების შედეგად, საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში, საკვები პროდუქტების მომზადების სიახლოვეს არსებული მდგომარეობა სტანდარტებს არ შესაბამებოდა და მის მოწესრიგებამდე, საბავშვო ბაღები დაიკეტა.
სურსათის უვნებლობის სამამართველოს თანახმად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები არსებული ვითარების გამოსწორების შემდეგ ფუნქციონირების გაგრძელებას შეძლებენ.
სარემონტო სამუშაოები სამივე ბაღის სამზარეულო ბლოკებში დაწყებულია. გურჯაანის ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ორშაბათიდან სასწავლო პროცესი განახლდება.
წყარო: 1 tv

