ახმეტის რაიონში, სოფელ ხადორის მიმდებარედ, ხრამში გაურკვეველ ვითარებაში ჩავარდნილი 26 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ადგილზე გურჯაანის, თელავისა და ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 20 მაშველი მუშაობდა.