ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული რ.მ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 5 მაისს, ღამით, თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა საფრანგეთის მოქალაქეს, 1988 წელს დაბადებულ ა.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

განცხადების თანახმად, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....