ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

ძიუდის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი: ქევხიშვილი ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებდა ახლა კი ხელი ჩვენ შეგვაწმინდა

ძიუდოს ნაკრების ერთ-ერთი გათავისუფლებული მწვრთვნელი გიორგი ბაინდურაშვილი აცხადებს, რომ დავით ქევხიშვილმა საზოგადოება მოატყუა, როდესაც განაცხადა, რომ  მწვრთვნელები ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა. ბაინდურაშვილი ამბობს, რომ ფედერაციის პრეზიდენტი  ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მწვრთვნელებთან შეთანხმების გარეშე აკეთებდა. ისინი ყველაფერს მას შემდეგ იგებდნენ, როცა ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო.

“ქევხიშვილმა საზოგადოება მოატყა, როდესაც თქვა, რომ ჩვენი გადაყენების საკითხი  შეათანხმა. მე ეს ყველაფერი მისი განცხადების შემდეგ გავიგე. სამწუხაროდ ქევხიშვილი ყოველთვის ყველა საკითხზე გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებს. მწვრთნელებს არასდროს არაფერში არ გვახედებდა და ჩვენს მაგივრად ყველაფერს თავად გეგმავდა. ასე რომ ჩვენზე ჯოხის გადატეხვა არასამართლიანია”,-განაცხადა ბაინდურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მთელი სამწვრთნელო შტაბი გადააყენეს.  დავით ქევხიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო მიმართვაც გაავრცელა, სადაც გულშემატკივრებს თელ-ავივში მომხდარი ფიასკოსთვის ბოდიშს უხდის. ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატიდან მედლების გარეშე პირველად დაბრუნდნენ.

იტვირთბა....