გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 4 – 5 მაისს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, ტემპერატურა 4 – 5 გრადუსით დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხამოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.
ქ. თბილისში 4 – 5 მაისს ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს.